ქუთაისში, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „Youth-SEAchange“ (BSB01411) ფარგლებში, თანამშრომლობითი მმართველობისა და კონსულტაციების სამდღიანი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ მიიღო.
ტრენინგში მონაწილეობა 35-მა მონაწილემ მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას, მონაწილეობითი მმართველობის მოდელების გაცნობას, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშემშლელი სამართლებრივი და კულტურული ბარიერების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას.
პროექტს „ახალგაზრდობაზე ორიენტირებული გაერთიანება შავი ზღვის აუზში რეგიონული მონაწილეობითი ჩართულობის ტრანსფორმაციული და ჰოლისტიკური მიდგომისთვის“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის თანადაფინანსებით ახორციელებს.