ქუთაისის მერის მოადგილემ შალვა მშვილდაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ საერთაშორისო ფოტოკონკურსის " ილო 2026"-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსში ,,ქალაქის სიმბოლოები" პირველი ადგილი ნატა კახიძემ,
მეორე ადგილი გიორგი ბაბლოვანმა, მესამე კი, ვარლამ ფესტვენიძემ აიღო.
რუბრიკის ,,ამბავი ერთ კადრში” გამარჯვებული გიორგი ცაავა გახდა.
კონკურსანტების ნამუშევრები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენასა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას.