მიმდინარე წელს წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული სამუშაო ანგარიშით მოსახლეობის წინაშე, კახიანოურის მაჟორიტარი დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე წარდგა.
საკრებულოს წევრმა, ერთი წლის მანძილზე მის მიერ ინიცირებულ პროექტებზე და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტად დასახელდა.
კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წელს, რამდენიმე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე, კი მდინარე რიონის არხის გასწვრივ, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. სკვერში დამონტაჟდება სკამები და განათებები. ასევე არხის გასწვრივ მოეწყობა დამცავი ჯებირი.