ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო თამაზაშვილმა მოსახლეობასთან მიმდინარე წლის სამუშაო ანგარიში წარადგინა.
მაჟორიტარმა ადგილობრივებთან იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში 2026 წელს შესრულდა. მიმდინარე წელს რამდენიმე ქუჩაზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა გარე განათებები. ასევე მოეწყო რამდენიმე მინი სტადიონი.
მაჟორიტარმა ყურადღება გაამახვილა მომავალ წელს დაგეგმილ, განსახორციელებელ პროგრამებსა და პროექტებზე. ადგილობრივებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.