გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბესიკ ჩეჩელაშვილი მოსახლეობასთან ანგარიშით წარდგა.
მაჟორიტარმა ისაუბრა ერთი წლის მანძილზე შესრულებულ პროექტებსა და საჭიროებებზე, რომელიც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე იკვეთება.
ბესიკ ჩეჩელაშვილმა მოქალაქეებთან ასევე წარადგინა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მუშაობის ანგარიში. მან განიხილა, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა ასევე ის ინიციატივები, რომელიც კომისიის მიერ იქნა შემუშავებული.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა