ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი სამი საკითხი განიხილეს.
სხდომას კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, კობა ფხაკაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის — კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილებების, 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
სალომე ფუტკარაძე -კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
2. შპს „საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010“-ის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
ტრისტან ჭაბუკიანი - შპს „საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010“-ის დირექტორი
3. ა(ა)იპ „ფრენბურთის კლუბ ქუთაისის აიეტის“ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა
კახა სხირელი -ა(ა)იპ „ფრენბურთის კლუბ ქუთაისის აიეტის“ დირექტორი