ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი იქნა განხილული.
დღის წესრიგი
1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
3.„ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის №4-ში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 26 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი გიორგი გოგალაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცის
დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო
ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი
4.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ჯემალ ბიბილეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლისათვის“ სახელის გადარქმევისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №1 კლასიკური გიმნაზიის“ სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №63 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი გენადი კუჭუხიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული
გამოჩენილ პირთა პატივგებისა და სახელდების
მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ბატონი ჯემალ ბიბილეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე