ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარდგა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, საკრებულოს კომისიის მუშაობის ერთ წლიანი ანგარიში წარადგინა და ყურადღება გაამახვილა ისეთი პროგრამების მნიშვნელობაზე რომელიც ახალგაზრდების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
დღესვე, მოქალაქეების წინაშე სამუშაო ანგარიშით წარდგნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეები, სანდრო ნერგაძე და ბიქტორ გვეტაძე. წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხავ-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ანგარიში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.