მ/წლის 11_13 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთის რესპუბლიკაში , ჯიმიტეკის მუნიციპალიტეტში გამართული პროექტის „Youth-SeaChange“ პროექტის N BSB01411 ქიქ-ოფი (Kick-off meeting / სამუშაო შეხვედრა) წარმოადგენდა ევროკომისიის მიერ Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ინიციატივის ოფიციალურ დასაწყისს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს (ქუთაისის მუნიციპალიტეტი), საბერძნეთისა („Fifty-Fifty“) და ბულგარეთის (დევნიას მუნიციპალიტეტი) წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ძირითადი მიზნები და განხილული საკითხები მოიცავდა:
პროექტის სტრატეგიული ხედვისა და გრაფიკის განხილვას: პარტნიორებმა გაიარეს პროექტის ლოგიკური ჩარჩო, ძირითადი მიზნები, სამუშაო პაკეტები და განხორციელების ვადები.
ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვას: ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის მართვის წესებზე, ანგარიშგების გრაფიკებსა და ევროკავშირის ვიზუალურ და ხილვადობის სტანდარტებზე.
მეთოდოლოგიისა და ვორქშოფების დაგეგმვას: დამტკიცდა თითოეულ ქვეყანაში ჩასატარებელი 3-დღიანი ადგილობრივი ვორქშოფების მეთოდოლოგია და 35 სამიზნე მონაწილის (მუნიციპალიტეტების, ახალგაზრდებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების) შერჩევის პროცესი.
სამოქმედო გზამკვლევის შედგენას: მონაწილეებმა შეიმუშავეს მომდევნო 3-6 თვის სამოქმედო გეგმა და მონაცემთა შეგროვების სტანდარტიზებული ფორმატები პროექტის წარმატებით წარმართვისთვის.