მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში 2026 წლის წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ნომინანტი მასწავლებლები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ რის შედეგადაც ჯამში 92 პედაგოგი დაჯილდოვდა.
სიგელები და ფულადი ჯილდოები სკოლების პედაგოგებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქალაქის მერმა დავით ერემეიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამირან კოპალეიშვილმა და პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ გადასცეს.
ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა.