ქუთაისის წარმომადგენლობით ორგანოში, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად შეხვდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სტაჟიორ სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის ძირითადი პრინციპები და საკრებულოს აპარატის ფუნქცია-მოვალეობები გააცნო.
„პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და განავითაროთ ის კვალიფიციური უნარები, რომლებიც საჯარო მოხელისთვის არის მნიშვნელოვანი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თქვენი კარიერული განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება .“
გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე