ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-12 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი რვა საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა ჩიხლაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე გაწეული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1790247708_1.pdf
ცვლილება შევიდა საკრებულოს 2026 წლის 25 მარტის №59 განკარგულებაში, რის შედეგადაც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმა.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1790080029_2.pdf
მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1790102590_1.pdf