ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
(საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა
კომისიების) გამართა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განიხილეს.
სხდომას იურდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ბიბილეიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ჩეჩელაშვილი უძღვებოდნენ.
დღის წესრიგი
1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქაბადი ან ამტვერებადი მასალების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
2. „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
4. შპს „საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი-2010“-ის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. ა(ა)იპ „ფრენბურთის კლუბი ქუთაისის აიეტის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ.
6. ა(ა)იპ „ხელბურთის კლუბი „ქუთაისი 2015“-ის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ
7. შპს ,,საფეხბურთო კლუბი „მართვეს“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ.
8. ა(ა)იპ „ქუთაისის ქალთა ჰოკეის კლუბი უქიმერიონის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ.
ქალბატონი ბელა ბასილაძე
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„ქუთაისის ქალთა ჰოკეის კლუბი უქიმერიონის“ დირექტორი