ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-11 სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული 16 საკითხი დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის № 350 განკარგულებაში, რის შედეგადაც განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2024–2027 წლებში დასაფინანსებელი პროექტები.
https://kutaisi.gov.ge/public/files/1786650409_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98.pdf
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემა.
საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისში მამია ორახელაშვილის ქუჩას სახელის შეეცვალა და მას საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ავთანდილ დეკანოიძის სახელი მიენიჭა.