ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე,ბესიკ ჩეჩელაშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები მოისმინეს. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ანგარიში.
დღის წესრიგი
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის“ მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის ივლისის თვის ჩათვლით გაწეული საქმიანობის შესახებ.
ბატონი გრიგოლ ქობალიანი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
„ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის
საჯარო ბიბლიოთეკის“ დირექტორი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ტარიელ მაკარიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო
შესყიდვების სამსახურის
ხელმძღვანელის მოადგილე
- მიმდინარე საკითხები
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
თავმჯდომარე ბესიკ ჩეჩელაშვილი