ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული ხუთი საკითხი.
სხდომას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი
- ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების-მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი გიორგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-
იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის № 12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ჯემალ ბიბილეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე
- ქალაქ ქუთაისში, მამია ორახელაშვილის ქუჩის სახელის შეცვლისა და მისთვის საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ავთანდილ დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ
ბატონი გენადი კუჭუხიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან
არსებული პატივგებისა და სახელდების კომისიის
მდივანი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალბატონი მზევინარ საცერაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე ჯემალ ბიბილეიშვილი