კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად ახალგაზრდობის გამზირისა და დეპოს ქუჩის კვეთაზე, ასფალტის ორმაგი საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოს შედეგად მოეწყო საფეხმავლო ტროტუარი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს.
კახიანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დღეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლაშა გვენეტაძემ დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ასევე ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს ორმოულის შევსება, ხოლო მომდევნო კვირაში დაიწყება ჩორგოლიანის ქუჩის იმ მონაკვეთის სამუშაოები რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.