ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები.
სხდომას საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, კობა ფხაკაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ,,მედეა-ს“ 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე, გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა.
თეიმურაზ ჩეჩელაშვილი - ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ,,მედეა-ს“ დირექტორი
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის ანგარიში 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე გაწეული მუშაობის შესახებ.
კობა ფხაკაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე