ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი, სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს.
განხორციელებული საქმიანობის ანგარიში: საბჭოს ეგიდით უკვე ჩატარებული ღონისძიებებისა და პროექტების შედეგების წარდგენა და შეფასება .
სამოქმედო გეგმა და სამომავლო ინიციატივები: „ქალთა და კაცთა თანასწორობის, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვის უფლებების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სამომავლო აქტივობების გეგმის შემუშავება.“
ქუთაისის მუნიციპალური საბჭო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქალთა და ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებისა და ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესების მიზნით.