ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, შპს ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს.
სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მანანა ჩიხლაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
შპს ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის დირექტორის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმების განხილვა.