ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" სხდომა გამართა.
სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე, დიმიტრი მხეიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2026 წლის 10 ივლისის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა; ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობისა და კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
დიმიტრი მხეიძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
2. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილებების ანგარიში 2026 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ელეონორა გოგოლაშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი