ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-9 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა. ასევე წარმოდგენილი იქნა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობის ანგარიში.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ცვლილება შეიტანეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №182 განკარგულებაში. რაც მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის კონცეფციაში გარკვეულ ცვლილებას ითვალისწინებს
https://kutaisi.gov.ge/public/files/1782213572_Binder1.pdf