ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე რიგითი მე-9 სხდომის
დღის წესრიგის პროექტში შესატანი საკითხები განიხილეს.
სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა
დღის წესრიგი
1„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ვარლამ გობეჯიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და შინაური ცხოველების-მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ირაკლი გიორგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
3.„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ირაკლი გიორგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის- იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
4.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობის შესახებ
დავით ერემეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კინწურაშვილი - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსი