ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-8 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხი დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტში, რის შედეგადაც ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
განისაზღვრა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა და ნუსხა.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა სოციალურ საკითხთა სამსახურის 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში.