ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
პეტრე ადამაძე- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ვარლამ გობეჯიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველებისა და მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესების დამტკიცების შესახებ
ირაკლი გიორგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო“-ს დაფუძნების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ირაკლი გიორგაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აპრილამდე გაწეული საქმიანობის შესახებ
გაგა სანდუხაძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი