ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ორი საკითხის შესახებ იმსჯელეს.
სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ ჩეჩელაშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
ოთარი ფანცხავა- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ბატონი ოთარი ფანცხავა-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი