ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები იქნა განხილული.
სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დავით ჭეიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №6 საჯარო სკოლისათვის“ გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გენადი კუჭუხიძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლისათვის“ სახელის გადარქმევისა და მისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №1 კლასიკური გიმნაზიის“ სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გენადი კუჭუხიძე-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის მდივანი