ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მანანა ჩიხლაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი
1. ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა.
ნინო სპატარიდი- ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის ხელმძღვანელი
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვარლამ გობეჯიშვილი-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი