ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში.
გასულ წელს, შესრულებული სამუშაოების შესახებ, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან, აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ვალერი სილაგაძემ ისაუბრა.
სხდომას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დიმიტრი მხეიძე უძღვებოდა.