შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ, 2020 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული №274 ხელშეკრულების საფუძველზე, შემუშავებულ იქნა „ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვა".
მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მესამე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისათვის სკოპინგის განაცხადი; ძირითადი გეგმარებითი რეკომენდაციები ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმისათვის) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია. აღნიშნული დოკუმენტი 2023 წლის 29 მარტს დამტკიცებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ამ ეტაპზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მომზადდა წინადადება ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის ძირითადი გეგმარებითი რეკომენდაციების ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ.
აღნიშნული მოიცავს :
- მე-13 თავში (ტექსტური ნაწილი) - ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის ფარგლებში შემოთავაზებული ფუნქციური ზონებისა და ტერიტორიების განაწილება -ფართობის მიხედვით ცვლილებას.
- მე-14 თავში (ტექსტური ნაწილი) - შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობის მინიმალური ზღვარის და სხვა ღონისძიებების განსაზღვრას.
- მე-15 თავში (ტექსტური ნაწილი) - ქალაქთმშენებლობითი გეგმების (გგ და გდგ) სავარაუდო არეალების ცვლილებას.
- N06 და N07 (გრაფიკულ ნაწილი) - დანართებში ძირითადი ფუნქციური ზონების და გგ და გდგ არეალების (განაშენიანების გეგმა და განაშენიანების დეტალური გეგმა) ცვლილებას.
