ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣,,ევროკავშირიდან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება;
2️⃣„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპესირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის N130 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.
3️⃣ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ
4️⃣ ქალაქ ქუთაისში, ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის სახელის მინიჭების შესახებ
