ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ზურაბ ლეჟავას სახელობის 30-ე საერთაშორისო ტურნირი კარატეში. ტურნირში 5 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა, უკრაინისა და შვეიცარიის წარმომადგენლები 2 დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გამარჯვებულები და პრიზიორები 12 ასაკობრივ კატეგორიაში, ასევე, ინდივიდუალურ და გუნდურ კატაში გამოვლინდნენ.
ტურნირი სარეიტინგო ხასიათის იყო და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა