ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა , ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა , პარლამენტარმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
"დავითობის" აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, "მრავალჟამიერი " შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.
"დავითობას " გილოცავთ ქუთაისიდან- გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან! საქართველოს ყველაზე დიდი მეფის- დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ქუთაისში, რადგან სწორედ ჩვენს ქალაქში დაიწყო მისი მეფობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები." - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.