ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა
(იურიდიულ საკითხთა კომისია, კულტურის, განათლების,
ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია)
🔷სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, არსებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვის შესახებ.
2️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4️⃣ქალაქ ქუთაისში, მამია ორახელაშვილის ქუჩისათვის ქართველი კინორეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1–ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ
5️⃣საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №40 საჯარო სკოლისათვის“ პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ამავე სკოლის დამაარსებლის, მიხეილ არახამიას სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ ნაკლების ჩვენება