ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-40 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამთკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა
1. საკითხის თანახმად, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ მიხედვით, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო.
2. მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N2/5/1545 გადაწყვეტილების საფუძველზე, განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის პარკინგისათვის განკუთვნილი საცნობარი ნიშნის აღების წესი.
3. საკითხის თანახმად, შპს „საქართველოს ფოსტის“ მომართვის საფუძველზე, მისთვის 2022 წელს იჯარის ფორმით გადაცემული 17 უძრავი ქონებიდან, 6 ადგილზე საიჯარო ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, ცვლილება ხორციელდება შესაბამის სამართლებრივ აქტში. საკრებულოს რიგით N 40 სხდომა პროექტი 4
4. საკითხის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქვალითი სფეისს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №412776973) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), უზუფრუქტის ფორმით, 15 წლის ვადით, მათ შორის 2 წელი უსასყიდლოდ, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, კერძოდ, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №59ა ბინის სამხრეთით (გზა, საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.04.26.613-დან ნაწილი; ფართობით: 94.00 კვ.მ.) და მდებარე ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №37-ის ჩრდილოეთით (ავტოსადგომი, საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.04.26.381; ფართობით: 119.00 კვ.მ.).
5. საკითხის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მადლს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №404453480) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართში ჩამოთვლილი 11 უძრავი ქონება.