დავითი და კონსტანტინეს ქუჩის პირველ ჩიხში საყრდენი კედლის სამუშაობი მიმდინარეობს. დასრულების შემდეგ მოწესრიგდება როგორც სავალი გზა, ასევე მოიხსნება მიწის მასის ჩამოშლის საშიშროება. სამუშაოებისთვის 100 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.