ქუთაისის სპორტის სასახლეში კადეტ მოკრივეთა შორის აკაკი კაკაურიძის სახელობის მე-13 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
შეჯიბრებები 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან და რუმინეთიდან ჩაერთვებიან.
ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კრივის იმერეთის ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა.