ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, რიგგარეშე მე-13 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე დარჩენილი ნაშთიდან 1400,0 ათასი ლარი გადანაწილდა შესაბამის პროგრამულ კოდებზე. ბიუჯეტში აისახა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის N2400 და N2402 განკარგულებებში შეტანილი ცვლილებები და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდა 5559,4 ათასი ლარი, ამასთან განხორციელდა პროგრამულ კოდებსა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. შემოსულობებისა და ხარჯების გეგმა გაიზარდა 6959,9 ათასი ლარით. მე-2 ცვლილების შედეგად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შეადგენს 133373,3 ათას ლარს.
დაგეგმილი ცვლილების მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის კონცეფციით რეკომენდირებულ სარეკრეაციო ზონაში ცვლილების შეტანა. ტერიტორიის შემდგომი განვითარების მიზნით მოეწყობა ისეთი სახის ინფრასტრუქტურა რაც საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებას წარმოადგენს.