ქუთაისის მერიაში „ ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
„ვარდისფერი ოქტომბერი „ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაა, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოციალური სამსახურის ხელმღვანელი ვარლამ გობეჯიშვილი იმ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომლებიც მუნიციპლიტეტის ჰერცეპტინის სოციალური პროგრამით სარგებლობენ.
„ცნობიერების ამაღლების კამპანია ეხმარება ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებს, გაიგონ მეტი დეტალი დაავადებაზე და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
მნიშვნელოვანია , რომ არ დაგვავიწყდეს ის ადამიანები, ვინც უკვე დაამარცხა ან ახლა ებრძვის ამ დაავადებას და მათი გამოცდილება გავუზიაროთ სხვებს, რათა ნაადრევი პრევენცია განხორციელდეს. „- განაცხადა თამარ დახუნდარიძემ.