ქუთაისში სითითონი დაიწყო.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში სითითონმა სტარტი აიღო.
ღონისძიება ქუთაისის მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ გახსნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "ქლევერტონის" წარმომადგენლებთან ერთად.
️ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრას შეეცდებიან.
36 საათის განმავლობაში, 20-ზე მეტი გუნდი იმუშავებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე, რომლებზეც მონაწილეები ჩამოაყალიბებენ ახალ, ინოვაციურ ხედვასა და მიდგომებს.
️ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები 22 ოქტომბერს გამოვლინდება.
სითითონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით.