ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 41-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24-ე რიგითი სხდომის დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენის შესახებ“.
ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24-ე რიგითი სხდომა გაიმართება 2023 წლის 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე.
საკრებულოს რიგით 24-ე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ იქნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24-ე სხდომის დღის წესრიგის შემდეგი პროექტი:
1️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის ანგარიში 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
2️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ანგარიში 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
4️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
5️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ანგარიში 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ