ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ფინანსთა სამინისტროს აკადემიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ახალი დეველოპმენტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 412724155) შორის 2017 წლის 27 იანვარს გაფორმებული N4 ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საინვესტიციო პირობის შეცვლასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.