ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მემორანდუმის მიზანია დაეხმაროს ქუთაისის მუნიციპალიტეტს გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობა და გაზარდოს მათი ცხოვრების ხარისხი. გააუმჯობესოს სერვისები და სისტემები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები.
შეხვედრისას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ექპერტებმა კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მთავარი მიზანია, დაეხმაროს პარტნიორი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს უკეთ შეასრულონ საზედამხედველო ფუნქციები.