ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 5 თებერვალის N ბ44.442503620 ბრძანების საფუძველზე, პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა: მოქალაქეების სოციალური აქტივიზაციის ხელშეწყობას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებასა და ისტორიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების აღდგენა/შენარჩუნებას.
კონკურსის შედეგები უკვე ხელმისაწვდომია და მათ გაცნობა შეგიძლიათ თანდართულ დოკუმენტებში.
