ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე რიგითი სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26–ე მუხლის 1–ლი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდამეშვიდე რიგითი სხდომა მ/წლის 31 იანვარს, 15.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოცდამეშვიდე რიგით სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდამეშვიდე რიგითი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის № 79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი დავით ნიშნიანიძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 31 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი პეტრე ადამაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული
სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
ბატონი ივანე ჟორჟოლიანი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ
ბატონი ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
ბატონი ივანე ჟორჟოლიანი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის № 13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე
ქალბატონი თეა ჯუღელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
- ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა
დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ქალბატონი თინათინ ბერიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ქალბატონი თინათინ ბერიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ქალბატონი თინათინ ბერიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთგანათების სერვისისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
ქალბატონი თინათინ ბერიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილის ანგარიშის შესახებ
ბატონი იოსებ ხახალეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია