31 მარტს 14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-40 სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, დეპუტატებმა იმსჯელეს მუნიციპალური ქონების იჯარის წესით მოქალაქეებისთვის გადაცემის თაობაზე. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით:
გაიზარდა მერიის სოციალური სამსახურის უფლებამოსილება და სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების განსაზღვრისა და შეფასების ნაწილში.
ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის N160 დადგენილებაში.
ცვლილების თანახმად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური 5 წლიანი ვადა შეიცვალა 2 წლით. ასევე ფორსმაჟორულ ვითარებაში ჭერის არმქონე, მიუსაფარი მოქალაქეებისათვის, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება თავშესაფრის გამოყოფა დროებით, საცხოვრისში არსებულ თავისუფალ ფართში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე.
ქალაქ ქუთაისში, მოსკოვის ქუჩის სახელწოდების შეიცლა და შინდისის გმირების სახელი ეწოდა.
ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანს კონსტიტუციის სახელი მიენიჭა.
ნაკლების ნახვა