16 მარტს, 14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 21-ე რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით:
დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა
დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმა
ცვლილება შევიდა ევროკავშირის ინიციატივაზე „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისათვის“ ახალ პერიოდთან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერთების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 27 მაისის N268 განკარგულებაში.