ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 449
ქალაქი ქუთაისი 18 სექტემბერი 2024 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35-ე რიგითი სხდომის
მოწვევისა და ამ სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსათვის
დასამტკიცებლად წარდგენის შ ე ს ა ხ ე ბ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტის, 26–ე მუხლის 1–ლი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. მოწვეულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდამეთხუთმეტე რიგითი სხდომა მ/წლის 25 სექტემბერს,14.00 საათზე (სხდომის ჩატარების ადგილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის მე-2 სართულზე არსებული სხდომათა დარბაზი, ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3).
მუხლი 2. წარედგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ოცდამეთხუთმეტე რიგით სხდომაზე დასამტკიცებლად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცდამეთხუთმეტე რიგითი სხდომის დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს შემდეგი პროექტი:
- ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა ( ნაკვეთები: №1; № 2; №2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; №3; №4; №4 -1; №4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა
დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისში, ჟ. შარტავას ქუჩის მე-3 შესახვევის №24-სა და ზ. გამსახურდიას გამზირის №8-ში არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი მამუკა კუბლაშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების,
ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის
ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტობუსი „MERCEDES-BENZ“), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №85), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
- მოქალაქე მამუკი ნიქაბაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის ქირის ცვლილების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ბატონი დავით ერემეიშვილი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის
მოვალეობის შემსრულებელი
ბატონი ვალერიან სილაგაძე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
მუხლი 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია