24 თებერვალს, 14 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 38-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით: ცვლილება შევიდა 2021 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც, ახალი მუნიციპალური ტრასპორტის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიზარდა სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება. ცვლილების თანახმად ასევე განაწილდა 2021 წლის 1 იანვრისთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ნაშთი. შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი და მასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პროგრამული კოდები. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასური. პანდემიის გავრცელების პირობებში ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ M1, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიები. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს დაემატა სოციალური მუშაკის შტატი.