ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო - 2025“.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითადი კონკურსში - თემაზე „პროფესია პორტრეტში”, ასევე, 2 რუბრიკაში -,,ქალაქის ურბანული რიტმი“ და „ტრადიცია ობიექტივში“ .
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2025 წლის 2 ოქტომბრიდან 2025 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 4 ნოემბერს.
საკონკურსო ფოტოფაილები, განაცხადთან ერთად, მიიღება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული) ან ელექტრონულ მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
ვრცლად იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში: